ევროკავშირის ელჩმა გვითხრას, რა კონტექსტში შეადარა საქართველო და უკრაინა. თუ ამბობს, რომ უკრაინა ომშია და ჩვენც უნდა ვიყოთ, ამაზე უარი ვთქვით; თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებას გულისხმობს, ევროკავშირის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებას ჩახედოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს, თუმცა ქვეყანა ცხოვრებას ევროპული და ქართული ღირებულებებით გააგრძელებს.
„ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებ, პირდაპირ გვითხრას, საქართველოს უკრაინასთან შედარება რა კონტექსტში მოიყვანა. თუ ის ამბობს, რომ უკრაინა ომშია და ჩვენც ომში უნდა ვიყოთ, ამაზე უარი ვთქვით; თუ ის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებას გულისხმობს, ევროკავშირის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებას ჩახედოს, სადაც უკრაინასა და მოლდოვას საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს. ასეთი განცხადებები შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს, თუმცა ჩვენ ცხოვრებას ევროპული და ქართული ღირებულებებით გავაგრძელებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.