მდინარე ფსოუზე არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან 5 იანვრამდე აფხაზეთში 4 152 ავტოსატრანსპორტო საშუალება შევიდა და 3 484 გამოვიდა.
"ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ძალიან ბევრი იყო. რიგები საათობით იდგა. გასაგები იყო ადამიანების სურვილი თავის დროზე შეხვედროდნენ აფხაზეთში შობა-ახალ წელს და სატრანსპორტო საშულების მფლობელთა სურვილიც დროზე გაეტანათ აფხაზეთიდან ციტრუსები", _ აცხადებს ფსოუზე არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი ბესლან სანგულია.
შეგახსნებთ, რომ მდინარე ფსოუზე არსებულ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სეპარატისტებსა და რუს ოკუპანტებს შორის ე.წ. უვიზო რეჟიმი მოქმედებს. მდ. ფსოუს გადალახმა ორი ხიდის მეშვეობით ხდება - სამოქალაქო და სატრანსპორტო. სეპარატისტები და რუსები კიდევ ერთი ხიდის აგებას გეგმავენ.