აქტივისტ ლერი დარჯანიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დარჯანიამ "პირველებს" განუცხადა, რომ თავდამსხმელები "მას ნაციონალს" ეძახდნენ.
"სასტიკად მცემეს, მაგინებდნენ - "შე ნაციონალოო", არადა, არ ვარ ნაციონალი. დიდი ალბათობით, იმის გამო გამოსწორდნენ, რომ აქციებზე დავდივარ", - თქვა დარჯანიამ.
რუსული კანონონის მოწინააღმდეგე, აღნიშნავს, რომ მას ფიზიკურად კუნთმაგარი ბიჭები გაუწორდნენ.
დარჯანიაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა დათუნა დანელიამ თავის ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა.
დათუნა დანელიამ თქმით, შემთხვევა მოხდა 17 ივნისს, დილით 8 საათზე, თბილისში, ევდოშვილის ქუჩაზე, ლერი დარჯანიას საცხოვრებელ სახლთან. როგორც დანელიამ აღნიშნა, დარჯანია სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც მას თავს “ოცნების ზონდერები” დაესხნენ.