ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი სოხუმში, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ავტობუსის პირდაპირი რეისების დანიშვნას გეგმავს.
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საავტომობილი ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელის სერგეი ვალიევის თქმით, ავტობუსების რეისები რუსეთის ქალაქებში - მოსკოვში, პიატიგორსკში, ვოლგოგრადში, მინვოდში, როსტოვში, ასევე აფხაზეთში დაინიშნება.
მისიევ თქმით, ახალი რეისების შესასრულებლად 15 ახალ ავტობუსს შეიძენენ. ამ დროისთვის კი ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებს სულ 52 ავტობუსი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ ოსი სეპარატისტები ცხინვალი-ვლადიკავკაზის მიმართულებითაც გეგმავენ ავტობუსის რეისის აღგენას.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ორის წლის წინ, მას შემდეგ რაც რუსეთის ჯარმა ახალგორის რაიონის ოკუპაცია მოახდიან, ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა ცხინვალი-ახალგორის საავტომობილი გზის მშენებლობა დაიწყო, რისთვისაც კრემლმა სეპარატისტებს რამდენიმე მილიონი რუბლი გამოუყო. თუმცა აღნიშნული გზა ორი წლის შემდეგაც არ არის დასრულებული, რაც შეეხება მოსკოვის მიერ "ნაჩუქარ" მილიონებს სეპარატისტებმა ისინი უგზო-უკოდ გააქრეს.