უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში გლობალური სამშვიდობო სამიტის ფარგლებში დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს შეხვდა და კოპენჰაგენის მიერ კიევისთვის F-16-სი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე ისაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დასავლური ქვეყანა გაერთიანდა „გამანადგურებლების კოალიციაში“, რომელსაც დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობენ, რათა კიევს მიაწოდონ თანამედროვე ავიაცია და მოამზადონ პილოტები და დამხმარე პერსონალი.
„შეხვედრისას ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა დანიური F-16-ს თვითმფრინავების გადმოცემის მომზადების პროცესი, რომელიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ასევე ქვეყნების ლიდერებმა ისაუბრეს მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებაზე და ივნისში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე.
„მადლობელი ვარ მეტე ფრედერიკსენის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობისთვის და დანიის აქტიური დახმარებისთვის გლობალური სამხრეთის ქვეყნების ჩართვაში მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსნებთ, მაისში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლუკე რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს გამოიყენოს დანიის მიერ გადაცემული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად.