დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლუკე რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს გამოიყენოს დანიის მიერ გადაცემული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, მისცემს თუ არა უკრაინას უფლებას კოპენჰაგენი გამოიყენოს მის მიერ მიწოდებული F-16-ის ტიპის გამანადგურებლები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად.
”მოკლე პასუხია დიახ,” - თქვა რასმუსენმა.
”ეს არ არის ახალი პოზიცია, ეს არის გადაცემის ნაწილი. როდესაც ეს ჩვენ განვიხილეთ ჩვენს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან დანიის პარლამენტში, თავიდანვე ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს არის თავდაცვის ნაწილი, რათა ასევე შესაძლებელი ყოფილიყო აგრესორის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა“, - განმარტა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.