14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8688 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.09 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0682 ლარი გახდა.
1.93 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6471 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.78 თეთრი შეადგინა.