13 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.27 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8693 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0991 ლარი გახდა.
1.60 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6664 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.88 თეთრი შეადგინა.