7 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 2.43 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8490 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.83 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0584 ლარი გახდა.
0.18 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6160 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.77 თეთრი შეადგინა.