7 იანვარს, 16.00 საათზე სომხეთის სახალხო პარტია, ტიგრან კარაპეტიანის მეთაურობით, ერევანში საპროტესტო მიტინგს გამართავს. კარაპეტიანი "ALM-ჰოლდინგის ხელმძღვანელია, რომლის შემადგენლობაშიც ტელეკომპანია "ALM" შედის. 2010 წლის 16 დეკემბერს მის ტელეკომპანიას ციფრული მაუწყებლობის უფლება ჩამოართვეს.
ტიგრან კარაპეტიანმა სომხეთის ტელევიზიებისა და რადიოს ნაციონალური კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიის ჩამორთმევასთან დაკავშირებით "პოლიტიკურ" ნაბიჯად შეაფასა. ამასთან, აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას ყველა სასამართლო ინსტანციაში გააპროტესტებდა, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროპული სასამართლოს ჩათვლით.
შეგახსენებთ, ერევანში ტელევიზიების ლცენზირებასთან დაკავშირებით კონკურსი 20 ივლისს გამოცხადდა. მე-8 სიხშირის მოსაპოვებლად ტელეკომპანია "ALM" ტელეკომპანია "ერევანთან" ერთად იბრძოდა, თუმცა ტელეკომპანია "ერევანმა" 40 ქულა დააგროვა და 8 ქულით გაუსწრო ტელეკომპანია "ALM"-ს.ALM