საფრანგეთის პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნა მოუწია, შოლცის პარტია მესამე ადგილზე გავიდა, ბელგიის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა, იტალიაში „მემარჯვენეები“ ისევ დარჩნენ. ანუ, ევროპელებმა უპირატესობა კონსერვატორულ მიმართულებას მიანიჭეს და არა ლიბერალურ ფაშიზმს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ევროპაში ჯანსაღი ნაწილი არსებობს, რაც ამ არჩევნებმა აჩვენა. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას ემხრობა არა მხოლოდ ქართველი ხალხის უმრავლესობა, არამედ ევროპის საზოგადოების უმრავლესობა, რომლებმაც ბევრ დიდ წამყვან ქვეყანაში თქვეს, რომ ისინი ემხრობიან ეროვნულ იდენტობას, სუვერენიტეტს, მშვიდობას და არა ომს. საფრანგეთის პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნა მოუწია, შოლცის პარტია მესამე ადგილზე გავიდა, ბელგიის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა, იტალიაში „მემარჯვენეები“ ისევ დარჩნენ. ანუ, ევროპელებმა უპირატესობა კონსერვატორულ მიმართულებას მიანიჭეს და არა ლიბერალურ ფაშიზმს, როცა კინაღამ სლოვაკეთის პრემიერი იმსხვერპლეს. სხვათა შორის, სლოვაკეთის პრემიერის მიმართვა ყველამ უნდა ნახოს – ერთი სიტყვაა შესაცვლელი, სლოვაკეთის ნაცვლად საქართველო უნდა ჩასვა და ნახავ, რა მდგომარეობაში ვიყავით. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც სიმართლე ვთქვით. ამ არჩევნებს შეიძლება დავარქვათ ხალხის ძალა ევროპაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.