კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიქსენზე თავდამსხმელს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
პროკურორი თავისუფლების 26-დღიან აღკვეთას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ სასჯელის ვადად 12 დღე განსაზღვრა.
გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის კაცი პოლონელია, დანიაში 2019 წლიდან ცხოვრობს, თავდასხმის მომენტში კი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა და ბრალს არ აღიარებს.
დაკავებულის თქმით, მეტე ფედერიქსენის მოწინააღმდეგე არ არის, პირიქით, მიიჩნევს, რომ მთავრობის კარგი ხელმძღვანელია და ამბობს,რომ პრემიერის ქუჩაში დანახვამ გააკვირვა.
დანიის პრემიერ-მინსიტრს კაცი თავს 7 ივნისს დაესხა.