კუბოებითა და წარწერით „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში“ წარწერებისთვის.
პარიზში მოლდოვის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ქალაქის ქუჩებში ტოვებდნენ გრაფიტებს კუბოების გამოსახულებით და წარწერით: „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში“.
ფრანგული მედია აღნიშნავს, რომ ასეთი გრაფიტები საფრანგეთის დედქალაქში 7 ივნისს გამოჩნდა.
სწორედ ამ დროს პარიზში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ასეთი წარწერების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ასევე, უცნობია, აქვთ თუ არა ეჭვმიტანილებს კავშირი იმ დაკავებულებთან, რომლებმაც გასულ კვირას ეიფელის კოშკთან მიიტანეს საფრანგეთის დროშით დაფარული რამდენიმე კუბო, იგივე წარწერით: „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში“.