ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე კოპენჰაგენში მომხდარ თავდასხმას ეხმიანება.
„აღშფოთებული ვარ დღეს ღამით კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმით. მკაცრად ვგმობ ამ მხდალი აგრესიის აქტს. მთელი ჩემი ფიქრები შენთან და შენს ოჯახთანაა, ძვირფასო მეტე და იმედი მაქვს, მალე გადალახავ ამ საშინელ თავდასხმას“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს თავს დაესხნენ.