ირანსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სკანდალი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საახალწლო მილოცვას მოჰყვა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რეგნუმი" ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა ახალი წელი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მცხოვრებ აზერბაიჯანელს მიულოცა.
"როგორც აზერბაიჯანში, ასევე მსოფლიოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ლიდერი გილოცავთ ყველას ახალ წელს", - ამ საახალწლო მილოცვას კი ირანის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მილოცვას ირანის პარლამენტის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელი ალადინ ბრუდჟერდი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ილხამ ალიევი ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელების ლიდერი არ არის და ისინი საკუთარ ლიდერად ირანის ხელისუფლებას თვლიან.
"ილხამ ალიევი არის აზერბაიჯანს პრეზიდენტი და ეს მას არ აძლევს უფლებას, რომ თავი ყველა აზერბაიჯანელის ლიდერად გამოაცხადოს", - აღნიშნა ირანელმა დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები