ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა მზადაა დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყოს დიალოგი სამხრეთ კორეასთან, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ დონეზე.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" ფხენიანზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, ფხენიანთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 5 იანვარს ერთობლივი განცხადება გააკეთეს და სურვილი გამოთქვეს სამხრეთ კორეასთან დაიწყოს სასწრაფო მოლაპარაკები, სადაც გულახდილად განიხილავენ ურთიერთნდობისა აღდგენისა და მშვიდობის დამყარების პერსპექტივებს.
"კონფრონტაციით არ შეიძლება პრობლემების მოგვარება. ეს ეხება კორეის ორივე რესპუბლიკას. ამან შეიძლება მხოლოდ სამხედრო კონფლიქტამდე ან ომამდე მიგვიყვანოს. შექმნილი მძიმე ვითარებიდან კი ერთადერთი გამოსავალი დიალოგის და კონსულტაციების დაწყებაა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.