„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, განურჩევლად მრწამსისა და ორიენტაციისა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ეხება მხოლოდ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას.
„ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდა იყოს შეზღუდული. სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ქვეყანაში დაცულია, განურჩევლად მრწამსისა და ორიენტაციისა. ყველა ადამიანის უფლებები და ინტერესი მკაცრად იქნება დაცული. ამის გარანტი არის საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონმდებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.