ოდესაში ცნობილი ოდესელი ბიზნესმენი, უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა პარტიის ლიდერი ალექსანდრე კორობჩინსკი მოკლეს. Gმასზე თავდასხმა წუხელ ოდესაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი სამართალდამცავები აქვეყნებენ.
"მილიციაში მოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ოდესის ოპერის თეატრთან სროლა ისმის. ადგილზე მისულმა მილიციელებმა ალექსანდრე კორობჩინსკი აღმოაჩინეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავალრიცხოვანი ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული", _ იუწყებიან სამართალდამცავები.
დაჭრილი კორობჩინსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საოპერაციო მაგიდაზე იგი გარდაიცვალა. ფაქტზე "განზრახ მკვლელობის მუხლით" აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დამნაშავეთა ძებნა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები