ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, "WikiLeaks"
-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, ლიბიიდან ელჩი ჯინა კრეცი კონსულტაციისთვის გამოიწვია.
როგორც ცნობილია, "WikiLeaks"-მა გამოაქვეყნა ამერიკელი დიპლომატის მიმოწერა, რომელშიც ჯინა კრეცი ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფის არაკორექტულად იხსენიებს.
კრეცი ლიდიის ლიდერს ახასიათებს, როგორც "არამუდმივ და ექსცენტრულ" პოლიტიკოსად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნულის შესახებ განაცხადა, რომ ელჩის გამოწვევის მიზეზი მხოლოდ "WikiLeaks"-ის პუბლიკაციები არ ყოფილა და კონსულტაციისთვის სხვა თემებიც არსებობს.
ამერიკული მედია არ გამორიცხავს, რომ რომ ლიბიაში აშშ-ის ელჩი თანამდებობიდან გაანთავისუფლონ.
მასალის გამოყენების პირობები