ვოლგოგრადში ჩეჩენი ქალი დააკავეს, რომელიც შესაძლოა მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან იყოს დაკავშირებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ძალოვან სტრუქტურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცნობილია, რომ დაკავებული ქალი 24 წლისაა. იგი ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვაშია ეჭვმიტანილი.
დაკავებული მოსკოვში უნდა გადაიყვანონ. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ იგი მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებებთან იყოს კავშირში.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
მასალის გამოყენების პირობები