ჰაიტიზე ქოლერის ეპიდემიამ უკვე 3 481 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 160 ათასამდე კი ინფიცირებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ჰაიტის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, ქოლერა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მძვინვარებს, ყველაზე მეტი მსხვერპლი კი არტიბონიტშია, სადაც ამ დროის მონაცემებით 837 ადამიანია გარდაცვლილი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჰაიტზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. ამ დრომდე 1,3 მილიონი ადამიანი კვლავ ნანგრევებში ანტისანიტარიაში ცხოვრობს, რის გამოც ქოლერის ეპიდემია გაჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები