ამერიკაში ნებრასკის შტატის ქალაქ ომაჰას სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაიჭრა.
ამის შესახებ "Associated Press" იუწყება, რომლის ინფორმაციით, ინციდენტი "Millard High School"-ში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტუდენტი, რომელმაც სროლა დაიწყო, ქალაქ ომაჰას პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, რობერტ ბატლერის შვილი რობერტ ბატლერ-უმცროსი იყო, რომლის ცხედარიც მოგვიანებით სკოლის ეზოში ერთ-ერთ ავტომანქანასთან იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 17 წლის სტუდენტმა ცეცხლი სკოლის დირექტორს, 45 წლის კურტის კეისს და მის მოადგილეს 58 წლის ვიკი კასპარს გაუხსნა, რომელიც მოგვიანებით ჭრილობისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სკოლის დირექტორის მდგომარეობა, რომელიც სროლის დროს დაიჭრა, სტაბილურია.
რაც შეეხება პოლიციის უფროსის შვილის მიერ სასწავლებლის ხელმძღვანელებისთვის ცეცხლის გახსნის მიზეზს. იგი ამ დროისთვის უცნობია. რობერტ ბატლერ-უმცროსი სკოლაში ორი თვის წინ გადავიდა.