განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე დაწერა
ის "ქართული ოცნების" მიერ აგენტების კანონზე ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.
"ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს ევროკავშირში გაწევრიანება.
მაგრამ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.
ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები," - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.