პრეზიდენტობიდან რეზიდენტობამდე" - ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გლობალური ომის პარტიასთან თანამშრომლობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა .
„სალომე ზურაბიშვილის ექვსწლიანი ვადა ნამდვილად ნეგატიურად ორიგინალური იქნება და ისტორიაში შემდეგი დასახელებით შევა: „პრეზიდენტობიდან რეზიდენტობამდე." რატომ? იმიტომ! როცა გლობალური ომის პარტია დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილს პრეზიდენტობაზე მეტად, რეზიდენტობა შეეძლო, პირდაპირ უთხრა- „სალო, ვერ შედექი პრეზიდენტად - გამოდგები რეზიდენტად." ზურაბიშვილმაც პასუხი არ დააყოვნა: „პრეზიდენტის ფიქრები, რეზიდენტი ვიქნები.“ ასე შედგა გარიგება ზურაბიშვილსა და უცხოურ ძალას შორის. ასე დაკარგა ლეგიტიმაცია ზურაბიშვილმა ხალხისგან და მიიღო ნაცოპოზიციისგან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა პლენალურ სხდომაზე.