ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მეტი ინვესტიცია ჩადოს შეიარაღებაში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ვინც პუტინის მსგავსად ლაპარაკობს და იქცევა, არ სურს მშვიდობა, არამედ აპირებს გააგრძელოს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. მისი აზრით თავდაცვაში მეტი ინვესტიციაა საჭირო, თუ ევროპას სურს კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნება.
პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმები. საუბარია პროვოკაციებზე ბალტიის საზღვაო საზღვარზე, მიგრანტების ბერკეტად გამოყენებასა და სოციალურ ქსელებში ევროპელების დაყოფის მცდელობებზე.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის თავდაცვის გაძლიერებამ შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს ეკონომიკაზეც.მაგალითად, მან მოიყვანა პოლონეთისა და საბერძნეთის ინიციატივა საჰაერო თავდაცვის საერთო სისტემის შექმნის შესახებ.
„მნიშვნელოვანია, რომ მილიარდების მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ინვესტიციებად ვდებთ, შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები ევროპაში“, - განმარტა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.