ლიბანის სათამაშოების მაღაზიებში გაჩნდა ახალი სათამაშო - მუსულმანური თოჯინა ბარბი, რომელიც მუსულმანი ქალების ტრადიციულ ტანისამოსში - ხიჯაბშია გამოწყობილი.
დასავლურმა მედიამ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ უკვე დაწერა, რომ ასეთმა თოჯინამ შესაძლოა მოდის კულტივირება მოახდინოს. ხოლო ხიჯაბმა შეიძლება ბავშვების ცნობიერებაში გაამყაროს "ქალის გამოსახულება როგორც დათრგუნვის სიმბოლო".
ბარბი - ამერიკული ფირმის " Matattel"-ის სავაჭრო მარკაა. პირველად ეს თოჯინა 1959 წელს გამოვიდა. დღეისათვის კი ბარბის თოჯინები მსოფლიოს 150 ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.