ვულოცავ საქართველოს მოსახლებას დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე სოციალურ ქსელში წერს.
„ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა აირჩია მკაფიოდ ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს თავისი ერის ნება და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს, როგორც ეს არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში”, - წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.