ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე დაწერა.
"საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ. კოლეგებს და პარტნიორებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე - მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - წერს გელაშვილი.