ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებებმა თავისი დაცვის ქვეშ ქრისტიანი-კოპტების ტაძრები და სათვისტომოები აიყვანეს, იმისათვის, რათა არ დაუშვან გასულ კვირაში ეგვიპტეში მომხდარი ტრაგედიის გამეორება.
კერძოდ, გერმანიისა და საფრანგეთის სამართალდამცავებმა უკვე დააწესეს მუდმივი მეთვალყურეობა ქრისტიანი-კოპტების ტაძრებზე, რომლებიც ისევე როგორც ალექსანდრიის ტაძარი, ასევე შეიძლება გახდნენ ისლამური ტერორისტების სამიზნე. ალექსანდრიის ტაძარი კი მიმდინარე წლის პირველ დღეებში ააფეთქეს.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრიაში მომხდარმა ტერაქტმა ოცზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასზე მეტი კი დაიჭრა.
ამავე დროს სრულიად შესაძლებელია, რომ კოპტების დაცვის პრობლემა უახლოეს მომავალში ევროკავშირში განსახილველი საკითხი გახდეს. მოსალოდნელია ასევე, რომ უახლოეს მომავალში კოპტების დაცვის მიზნით დამატებით უსაფრთხოების ზომებს იტალიის ხელისუფლებაც მიიღებს.