ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ძვირდება. ამის შესახებ დე-ფაქტო რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსმა სერგეი ვალიევმა განაცხადა.
მისი განმარტებით, საუბარია ცხინვალში მგზავრობის საფასურის 10 რუბლამდე, "რესპუბლიკის" მასშტაბით კი 15 რუბლამდე გაზრდაზე.
"ახლა მგზავრობის მინიმალური საფასური 6 რუბლია. მისი 15 რუბლამდე გაზრდა იგეგმება, თუმცა მოსახლეობას მისი გადახდა დიფერენცირებულად, მანძილის შესაბამისად მოუწევს", - აცხადებს ვალიევი.
მისივე თქმით, ახალი ფასები მთავრობას ოფიციალურად ჯერ არ დაუმტკიცებია.
გარდა ამისა, სერგეი ვალიევი იმასაც აღნიშნავს, რომ არ იგეგმება მატარებლისა და თვითმფრინავით მგზავრობის საფასურის გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების ამჟამინდელი ფასი თვითღირებულებაზე ნაკლებია.