ცხინვალი სოხუმის, მოსკოვისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი "საერთაშორისო" რეისების შესრულებას გეგმავს.
ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საავტომობილიო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსმა სერგეი ვალიევმა განაცხადა.
მისი განმარტებით, სამმართველო ამ მიზნით 15 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ "კავკაზსკი უზელი" ავრცელებს.