თეთრი სახლი საკადრო ცვლილებებისთვის ემზადება. მის ფარგლებში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახალი მრჩეველი ეყოლება. პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რამა ემანუელამ ჩიკაგოში, მერის არჩევნებში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება.
პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე ამ ეტაპზე ორ კანდიდატს მოიაზრებენ - მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელ პიტ როუსესა და ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს ვაჭრობის მინისტრ უილიამ დეილის.
გარდა ამისა, ახალი ხელმძღვანელი ეყოლება ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოსაც, რომლის თანამდებობაც პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით ცოტა ხნის წინ ასევე ვაკანტური გახდა. პოსტზე სავარაუდო კანდიდატად ჯინ შპერლინგის კანდიდატურა სახელდება, რომელიც კლინტონის მმართველობის დროს საბჭოს დირექტორის მოადგილე იყო.
აღნიშნულის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, უახლოს მომავალში დაინიშნება ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სპეციალური წარმომადგენელიც. როგორც ცნობილია, ეს პოსტი დიპლომატ რიჩარდ ჰოლბრუკის ეკავა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.