ისრაელის შიდაპოლიტიკური პრობლემების გამო ისრაელი-რუსეთის სამიტი გადაიდო.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი თხოვნით რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ისრაელის პირველმა პირმა შიმონ პერესმა მიმართა. მხარეებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ გაიმართა.
"ისრაელის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ისრაელის შიდაპოლიტიკური პრობლემების გამო სამიტის გადადება გახდა აუცილებელი", - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, მხარეები გუშინვე შეთანხმდნენ იმაზე, რომ ორმხრივი შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, იანვრის ბოლოს, დავოსში გაიმართება.