ირანის უკანასკნელი შაჰის უმცროსმა ვაჟიშვილმა თავი მოიკლა.
44 წლის ალი რეზა გარდაცვლილი ბოსტონში, საკუთარ სახლში იპოვეს.
თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზები ჯერჯერობით არ სახელდება. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ირანის უკანასკნელი შაჰი მუჰამედ რეზა ფეხლევი ოჯახთან ერთად ირანიდან 1979 წელს, რევოლუციის შემდეგ გადაიხვეწა.