დაღესტანში სპეცოპერაცია 4 ბოევიკის ლიკვიდაციით დასრულდა.
კონტრეტორისტული ოპერაცია გამთენიისას, ხასავიურტის ერთ-ერთ რაიონში ჩატარდა.
სამართალდამცველებმა ბოევიკები ალყაში მოაქციეს. 4 მათგანის მიმართ ცეცხლი მას შემდეგ გაიხსნა, რაც მათ ალყის გარღვევა სცადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად სროლა ბოევიკებმა დაიწყეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა.