ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სამი მილიციელი მოკლეს.
როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.
სააგენტოს ინფორმაციით, მილიციელებმა საბუთების შემოწმების მიზნით რამდენიმე მოქალაქე გააჩერეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოქალაქეებმა ცეცხლი გახსეს. სამივე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. მკვლელობაში ეჭვმიტანილები იძებნებიან.