ბუენოს აირესში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ერთ-ერთი ბანკის 130 სეიფი გაძარცვეს. აღნიშნული მათ ბანკის საცავში შეღწევით შეძლეს.
პოლიცია მიიჩნევს, რომ ქურდობაში მინიმუმ 3 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც საცავში შესაღწევად 30 მეტრიანი გვირაბი გათხარეს.
გამოძიება ვარაუდობს, რომ გვირაბის გასათხრელად მინიმუმ ნახევარი წელი იყო საჭირო.
გვირაბი აღჭურვილი ელექტროენრგიითა და ვენტილაციის სისტემით.
ჯერჯერობით ბანკისთვის მიყენებული ზარალის მოცულობა არ სახელდება.