ტაჯიკეთში ყოფილი საველე მეთაური და მისი შვიდი მომხრე დახოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ტაჯიკეთის სამთავრობო ჯარებმა გაანადგურეს ყოფილი საველე მეთაური ალოვუდინ დავლატოვი, რომელსაც სამხედრო ავტიკოლონაზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.
"განადგურებულია ყოფილი საველე მეთაური ალოვუდინ დავლატოვი და მისი შვიდი მომხრე. ერთი კი დაკავებულია", _ განაცხადა ტაჯიკეთის შს სამინისტროს გენერალური შტაბის მეთაურმა ტოხირ ნორმატოვმა.
მისი განცხადებით, ალოვუდინ დავლატოვის ბანდფორმირების ლიკვიდაციის ოპერაცია დასრულებულია. გეგმაში გვრჩება მხოლოდ მულო აბდულოს დაკავება.