სანქციები არავის სიამოვნებს, მაგრამ საქართველოს სუვერენიტეტთან შედარებით ეს არაფერია, – ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციებით დამუქრება ღიმილის მომგვრელია.
„ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე და ოჯახი გადადო. ახლა მის მიმართ სანქციებით დამუქრება, სულ მცირე, ღიმილის მომგვრელია. რა თქმა უნდა, სანქციები არავის სიამოვნებს, მაგრამ საქართველოს სუვერენიტეტთან შედარებით ეს არაფერია. გვაქვს მაგალითი და თითოეული ჩვენგანისთვის ეს სანქციები არასერიოზულია, რადგან საუბარია საქართველოს სუვერენიტეტზე. სანქციების მეშინია? დილით დაწერონ, საღამოს წაიკითხონ და შემდეგ მშვიდად დაიძინონ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.