რუსეთის დუმაში აშშ-ს მიერ რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ნემცოვის დაკავების გამო გაკეთებულ განცხადებას რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებენ. "ეს სხვა სახელმწიფოს საშუალო საქმეებში ჩარევაა", _ ეს განცხადება ამის შესახებ რუსეთის დუმის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხაილ გრიშაკოვმა გააკეთა.
"შეფასებები, რომლებიც ოკეანისგაღმიდან გაკეთდა კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა. ჩვენ ყოველივე ამას სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად ვაფასებთ", _ განაცხადა გრიშაკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს მოსკოვში გამართული აქციის მსვლელობისას რუსმა სამართალდამცავებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - ბორის ნემცოვი, ილია იაშინი, ედუარდ ლიმონოვი და კონსტანტინე კოსიაგინი დააკავეს. აღნიშნულ ფაქტზე აღშფოთება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოთქვა და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები