დაახლოებით 40 ადამიანი დააკავეს დღეს სამართალდამცავებმა მოსკოვში სიმფეროპოლსკი ბულვართან მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორის შენობასთან, რომელშიც 31 დეკემბერს დაკავებული ოპოზიციის ლიდერები არიან მოთავსებულნი. ეს განცხადება მოძრაობა "სოლიდარობის" პრესმდივანმა ოლგა შორინამ გააკეთა.
მისივე თქმით, მილიციამ 40 ადამიანი დააკავა, რომელთა შორის არიან "სოლიდარობის", "ლევი ფრონტისა" და რუსული "სახალხო-დემოკრატიული ფრონტის" წევრები.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას რუსული მედია აღნიშნავს, რომ ოფიციალური კომენტარი სამართალდამცავთა მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს გამართული აქციის მსვლელობისას რუსმა სამართალდამცავებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - ბორის ნემცოვი, ილია იაშინი, ედუარდ ლიმონოვი და კონსტანტინე კოსიაგინი დააკავეს.