"ივანიშვილის პარტიის დეპუტაციამ კომიტეტის სხდომა დაასრულეს ერთ წუთსა შვიდ წამში, ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი, რომ კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვს მთელი ქვეყანა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათთვის წუთისა და შვიდ წამში არის განსახილველი", - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
მისი განცხადებით, როდესაც ივანიშვილი 1-ს სცემს, 100 გამოდის, როდესაც 10-ს იჭერს, 1000, 10 000 და 100 000 გამოდის.
„მორიგ ჯერზე დაარბიეს, სცემეს მშვიდობიანი მომიტინგეები იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიის დეპუტაცია მალულად და მოღალატეობრივად შემოეპარებინათ და შემდეგ გაეპარებინათ პარლამენტის შენობიდან. მათ კომიტეტის სხდომა დაასრულეს ერთ წუთსა შვიდ წამში, ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი, რომ კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვს მთელი ქვეყანა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათთვის წუთისა და შვიდ წამში არის განსახილველი. ეს არის სწორედ მონობის სახე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლობის, რომელსაც არ შეეგუება თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე პროევროპელი ქართველი ხალხი. ის ახალგაზრდები, რომლებსაც სცემს, აკავებს და ცდილობს, რომ დააშინოს, ამ რამდენიმე დღემ გვაჩვენა , რომ ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების არავის ეშინია, როდესაც ის ერთს სცემს, ასი გამოდის, როდესაც ათს იჭერს, ათასი, ათი ათასი და ასი ათასი გამოდის. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ აქ, არამედ ქუჩაში. იცით, რომ ხვალ არის პლენარული სხდომა, სადაც ისევ მოღალატეობრივი, მონური მორჩილებით რუსული კანონი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, უნდა მიიღონ მესამე მოსმენით იმ 83-მა მოღალატე დეპუტატად წოდებულმა, რომლებმაც რუს ოლიგარქად წოდებულმა მორჩილება აირჩია რუსული კანონის მხარდაჭერით, ნაცვლად იმისა, რომ დამდგარიყვნენ ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი. მივესალმებით აქვე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ არანაირი მოტივირებული შენიშვნები არ იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური და პრინციპული ვეტო, რომელიც უერთდება და ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რომ ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული. დღეს ევროპულ გული ნამდვილად ძგერს საქართველოში და დღეს ქართველი ხალხი ნამდვილად ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ ევროპას, რომლის სრულფასოვანი და დიახ, ღირსეული წევრიც აუცილებლად გახდება საქართველო მას შემდეგ, რაც რუსულ კანონთან ერთად მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ მთავრობას.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.