აშშ-ს რეაქცია ბორის ნემცოვის დაკავებაზე კიდევ ერთხელ მხოლოდ ადასტურებს ფაქტს, რომ იგი მათი პროტეჟეა, მათ მსგავსად ვინც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფერადოვანი რევოლუციების შემდეგ ქვეყნების სათავეში მოვიდნენ. ეს განცხადება პუბლიცისტმა, ექსპერტმა მაქსიმ კონონენკომ გააკეთა.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნემცოვი ამერიკელებისათვის არის სწორედ ისეთი ფიგურა, როგორიც თავის დროზე იუშჩენკო იყო. ხოლო ის, რომ აშშ მთელი მსოფლიოს საქმეში ერევა და თავხედურად იქცევა არავისთვის დასამალი არ არის", _ აცხადებს კონონენკო და დასძენს, რომ ნემცოვის დაკავება შესაძლოა გახდეს ერთგვარი ტესტი იმისათვის, თუ რომელი პოლიტიკური ძალა დაუჭერს მას მხარს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვს მოსკოვის ტვერის რაიონულმა სასამართლომ 15 დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მას შემდეგ რაც იგი 31 დეკემბერს ტრიუმფალურ მოედანზე მიტინგის ჩატარებისას სამართალდამცავებისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ნემცოვის დაპატიმრების გამო შეშფოთება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოთქვა.