ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა დაიწყეს.
აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე გზის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი, პოლიცია კი პერიოდულად აკავებს მომიტინგეებს.
ახალგაზრდებმა ცოტა ხნის წინ უჩა აბაშიძის სახლიდან ჭავჭავაძეზე მსვლელობით გადაინაცვლეს.