მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მესაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კაუმა აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს მიესალმება.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან მესაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეშფოთებაზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ. მივესალმები საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს“, – წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.