ევროკავშირმა, შესაძლოა, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს და სხვა სახელმწიფო ჩინოვნიკების ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნებში შესვა აეკრძალოს.
ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატების და მათი მომხრეების დაკავებას უკავშირდება.
მისვე თქმით, აუცილებელია ევროკავშირმა თავისი პოლიტიკა ლოგიკურად გააგრძელოს.
"როდესაც ბელორუსიაში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, მაშინ ჩვენ პოზიტიური დამოკიდებულება გვქონდა. ახლა კი, როდესაც დაკავებულების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია და ისინი ვინც მათ დაკავებასთან კავშირში არიან შევლენ სიაში, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალებათ", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზებისა და არეულობის გამო ოპოზიციის რამდენიმე ასეული მომხრე დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან საპრეზიდენტო კანდიდატები.