პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეისწავლიან უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას.
„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკვე მეორე დღეა, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ყალბი სატელეფონო ნომრებით ურეკავენ აგინებენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.