უკრაინის ექს პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო 5 იანვარს გენერალურ პროკურატურაში მორიგ დაკითხვაზეა დაბარებული.
უნდა აღინიშნოს, რომ წინა დაკითხვისას ტიმოშენკომ პროკურატუტაში 11 საათზე მეტი გაატარა და მისი პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, მას ჭამის უფლებაც არ მისცეს.
თავად ტიმოშენკო აცხადებს, რომ ის პროკურატურაში "დადის როგორც სამსახურში".
ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ორი საქმე.
ერთი მათგანი უკავშირდება თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, მეორე კი სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის ათასი ავტომანქანის მაღალი ფასებით შეძენას.
ექს-პრემიერი არ აღიარებს წაყენებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მას პოლიტიკურად უპირისპირდება.
უკრაინის ხელისუფლება უარყოფს სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკურ მოტივებს.