სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს. სასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს 153 ათას 600 ევროს გადახდა დააკისრა.
სარჩელი სტრასბურგში 26 დაზარალებულის სახელით გაიგზავნა. 22-ის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა.
22 მომჩივანს შორის აქციის 10 მშვიდობიანი მონაწილეა, 11 მედიის წარმომადგენელი, ხოლო 1 - მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი.
„2019 წლის ივნისში გამართული აქციები დროს პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებისა და საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლის დროს, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიერ მიღებული სხეულის დაზიანების საქმეზე 4,5 წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია,“ – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ამასთან, სასამართლომ თავი შეიკავა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის არსებით ნაწილზე, ასევე მეათე მუხლის (აზრის გამოხატვის თავისუფლება) და მეთერთმეტე მუხლის (შეკრების თავისუფლება) შესაძლო დარღვევის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისგან.
„სასამართლომ თავი შეიკავა ამ მუხლებზე გადაწყვეტილების მიღებისგან, გაითვალისწინა რა მიმდინარე გამოძიების მასშტაბი და შიდა სახელმწიფო დონეზე ფაქტობრივი ელემენტების შემდგომი გარკვევის საჭიროება, ასევე სუბსიდირებისა და პასუხისმგებლობის გაზიარების პრინციპის მნიშვნელობა“, – აღნიშნულია ევროპული სასამართლოს განაჩენში.
მომჩივნები ითხოვდნენ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის - წამების აკრძალვის, მე-10 მუხლის - გამოხატვის თავისუფლების, მე-11 მუხლის- შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისა და მე-13 მუხლის დარღვევის დადგენას.
საია მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე სარჩელში აცხადებდა, რომ სახეზე იყო გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და გამოძიების არაეფექტიანობა.
სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება.