დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების უფლება.
"დანია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს ევროკავშირში. გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის ნორმებთან თანხვედრაში არ არის, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ საქართველოს გზას აზიანებს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.